ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და ხევში გადავარდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელი ქმედებაც, ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არის ჩადენილი.